description=”SWYlMjB5b3UlMjBuZWVkJTIwYW55JTIwaGVscCUyMG9yJTIwYWR2aWNlJTIwb24lMjB0aGVyYXBpZXMlMkMlMjBwbGVhc2UlMjBjb250YWN0JTIwdXMlMjBhbmQlMjB3ZSUyMHdpbGwlMjBiZSUyMGhhcHB5JTIwdG8lMjBhc3Npc3QlMjB5b3UuJTIwR2V0JTIwaW5jcmVkaWJsZSUyMHZhbHVlJTIwd2l0aCUyMG91ciUyMHNlcnZpY2UlMjBwYWNrcy4lMjBBbGwlMjBtZW1iZXJzJTIwYXJlJTIwZWxpZ2libGUlMjBmb3IlMjByZWd1bGFyJTIwZGlzY291bnRzJTJDJTIwYXBhcnQlMjBmcm9tJTIwdGhlJTIwc2Vhc29uYWwlMjBvZmZlcnMlMjBhbmQlMjBhbm5vdW5jZW1lbnRzLiUyMEZvciUyMGV2ZXJ5JTIwcGVyc29uJTIwcmVmZmVyZWQlMkMlMjB5b3UlMjBnZXQlMjAyNSUyNSUyMG9mZiUyMG9uJTIwb3VyJTIwU3BhJTIwUGFja2FnZSUyMGFuZCUyMEZpdG5lc3MlMjBQYWNrYWdlLg==” tds_title2-line_color=”rgba(255,255,255,0.5)” tds_button1-text_color=”#a86d5e” tds_button1-background_color=”rgba(255,255,255,0.8)” tds_button1-background_hover_color=”#ffffff” tds_button1-text_hover_color=”#a86d5e” tds_icon_box1-description_bottom_space=”0″ el_class=”td-medium-title-smaller”]

[/vc_column]

Discover our all Natural Health Solutions for Body and Spirit

If you need any help or advice on therapies, please contact us and we will be happy to assist you. Get incredible value with our service packs. All members are eligible for regular discounts, apart from the seasonal offers and announcements. For every person reffered, you get 25% off on our Spa Package and Fitness Package.

Discover our all Natural Health Solutions for Body and Spirit

If you need any help or advice on therapies, please contact us and we will be happy to assist you. Get incredible value with our service packs. All members are eligible for regular discounts, apart from the seasonal offers and announcements. For every person reffered, you get 25% off on our Spa Package and Fitness Package.

[/vc_column]

Preloader
  • ქართველ სამხედროებს უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვთ

    თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმელით არიან უზრუნველყოფილი. მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმა თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალ უნიფორმებსა და ფეხსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს და მათი შთაბეჭდილებები მოისმინეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სადემონსტრაციო კუთხესთან ახალი უნიფორმისა და ფეხსაცმლის უპირატესობებს დეტალურად გაეცნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეულ ჯარისკაცს უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ფეხსაცმელი და უნიფორმა აცვია. მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიების “ჰაიქსის“ და „ლოვას“ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელი წარმოებულია ექსკლუზიურად მხოლოდ ევროპული ნედლეულით, ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიების მქონე გერმანულ საწარმოებში და აღჭურვილია მაღალი ხარისხის გორტექსის მასალით, რაც უზრუნველყოფს ფეხსაცმლის წყალგამძლეობას, ქარგაუმტარობას და ჰაერგამტარობას. ახალი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის,ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს. აღსანიშნავია, რომ ფასები მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, ასევე სხვა ქვეყნების შესყიდვებთან შედარებით, რაც გამოწვეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარმატებული კომუნიკაცია-მოლაპარაკებით და ასევე, კონტრაქტის შუამავლების გარეშე პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჰყავთ საქართველოში წარმომადგენლები. მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმა თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სრულად არის უზრუნველყოფილი განახლებული და მაღალი ხარისხის, ნატოს წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ჯარის უნიფორმის ქსოვილის შესაბამისი სტანდარტის, კომუფლირებული უნიფორმით – პიჯაკი, შარვალი, კეპი.
  • ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

    წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, JTEC-ის ტერიტორიაზე, ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის (CSTC) შენობის საძირკველში დროის კაფსულა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩადო. სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი საერთაშორისო და ეროვნული დონის მნიშვნელოვან საშტაბო სწავლებებს უმასპინძლებს. ერთ შენობაში იქნება განთავსებული სწავლების კონტროლი ყველა ელემენტით, რაც სხვადასხვა სახის სწავლების ერთიან სივრცეში გამართვის შესაძლებლობას შექმნის. ახალი ინფრასტრუქტურა საშტაბო სწავლებების კლასიფიცირებულ გარემოში ჩატარებისა და საერთაშორისო სწავლებებში დისტანციურად ჩართვის საშუალებასაც იძლევა. გარდა ამისა, სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლებს. ახალი ცენტრის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.
  • ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

    სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი ბინათმშენებლობის ე.წ. „ამხანაგობაში“ გასაწევრიანებლად ხელშეკრულებები ნოტარიულად უკვე გააფორმეს. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60 პროცენტის დაფარვა, ახალი პირობებით 50 პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. სამხედროებს ექნებათ საშუალება უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება სამხედროებისთვის, დაახლოებით, 100 დოლარი იქნება. ახალი ინიციატივის ფარგლებში, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა აპრილში დაიწყება. პროექტის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდება და ბინები 1000-ზე მეტ სამხედროს გადაეცემა.
  • თავდაცვის ძალები ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული – ახალი, გაცივებული) შეისყიდის. თავდაცვის ძალები დღემდე ქართული გაუყინავი ღორის ხორცით არასოდეს მომარაგებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარი სრულად ქართული წარმოების საქონლისა და ღორის ხორცით მომარაგდება. პროდუქციის მრავალფეროვნებასა და ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს. ასევე, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის სრული განახლება, მათ შორის, ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ჯამში, ახალი სტანდარტების დამკვიდრება უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.
  • სამხედროები სრულიად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ

    წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. მიმდინარეობს ბეტონის შიდა გზების დაგება, სკვერების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება. ამასთან, იგეგემება სპორტული ზონის მშენებლობა. ასევე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურეს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმულაციური ცენტრის მშენებლობის დაწყება. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წლის ბოლომდე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 200 ყაზარმას. ჯამში სრულად გარემონტდება 250 ობიექტი და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი. განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
  • 2020 წლის ბოლოს ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს

    2020 წლის ბოლოს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში და გორში, ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. გათვალისწინებულია კორპუსების დასრულებული ფასადით, მოპირკეთებული სადარბაზოთი, სარდაფით, ლიფტებით, შესასვლელი რკინის კარით, ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება და შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსების მოწყობა. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაიწყო და დღემდე როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან მიმდინარეობს. დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ფართით 1700-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყო.
  • ჯარისკაცების სადაზღვევო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

    ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ. ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს, არსებითად გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები. წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურების პირობები. განახლებული პაკეტის ფარგლებში გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ-სტაციონარულ მომსახურებაზე.
  • სურსათის ეროვნული სააგენტო ჯარის კვების კონტროლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო, სურსათის უვნებლობის საკითხებზე გასცემს რეკომენდაციებს და ჯარის კვების ობიექტებში კონტროლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება. სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მომზადებულ სურსათის შესყიდვებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დავალებებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და იმ ბიზნესოპერატორების შემოწმებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართული ჯარის კვების ობიექტებისთვის სურსათის მიწოდებას. მემორანდუმის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ნიმუშების ამოღებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრო კი, ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.
  • დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

    წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ცენტრი სრულად პასუხობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნებს. შენობა აღჭურვილია სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც. ცენტრში განთავსებულია მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ღირსეულად წარმოაჩინონ. ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს.

    სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით.

  • დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სახელფასო დანამატები დაუწესდათ

    თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. დანამატები განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად: 1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 800 ლარის ოდენობით; 2. კიდურის ნებისმიერი დონის ამპუტაციის ან თვალის დაზიანების (ანოფთალმი/სიბრმავე) მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 600 ლარის ოდენობით; 3. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 250 ლარის ოდენობით; 4. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 200 ლარის ოდენობით; ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას.
  • თავდაცვის ძალების ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომარაგება დაიწყო

    2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) ხორცით მარაგდება. ახალი სტანდარტებით, ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის გაუყინავი საქონლის ხორცით მარაგდება. ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლებაც, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.
  • თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა

    ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა კი, სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდისა და 4 ერთეული კონტეინერმზიდის შესყიდვა განხორციელდა.
  • ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება

    თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება. 2020 წელს დაგეგმილია სამხედრო უნიფორმის რებრენდინგიც. თავდაცვის ძალების თითოეული წევრი უზრუნველყოფილი იქნება განახლებული სახისა და მაღალი ხარისხის თანამედროვე უნიფორმით.
  • თავდაცვის ძალების 250-მდე ობიექტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

    თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თითქმის 4-ჯერ მეტი – 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ინფრასტრუქტურას. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია და ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
  • დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ

    თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. თავდაცვის სამინისტროს ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დაუწესდებათ დანამატები.
  • 2020 წელს გაგრძელდება და გაუმჯობესდება ჯარისკაცების სახელფასო პირობები

    თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, რომ სამხედროების ანაზღაურება იყოს ღირსეული და თითოეულმა მათგანმა იგრძნოს სახელმწიფოს მხარდაჭერა და გვერდში დგომა. 2020 წლის ბიუჯეტით სამინისტროს ძალისხმევა კვლავ გაგრძელდება და გაუმჯობესდება ჩვენი ჯარისკაცების სახელფასო პირობები.
  • დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

    სასადილოების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რეაბილიტაცია – მშენებლობა, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონებისა და სპორტდარბაზების მოწყობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. შენობების რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარეობს სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა გზების მოწესრიგება. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საცხოვრებელ პირობებს.
  • აშშს-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო – ხელშეკრულება გაფორმდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ – ში ვიზიტის შემდეგ საქართველოსა და აშშ – ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. პენტაგონში აშშ – საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო – ხელშეკრულება გაფორმდა. ჩარჩო – ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაშია თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც მიზნად ისახავს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.