აშშს-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო – ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ – ში ვიზიტის შემდეგ საქართველოსა და აშშ – ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

პენტაგონში აშშ – საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო – ხელშეკრულება გაფორმდა.

ჩარჩო – ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაშია თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც მიზნად ისახავს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.