ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა. ახალქალაქში მდებარე ბაზაზე შეიცვალა და გარემონტდა შენობა-ნაგებობები, ყაზარმები, სასადილოები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და სრულად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ერთ ნაკადზე მიიღებს და მოამზადებს 800 სამხედრო მოსამსახურეს.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) ხანგრძლივობა 10 კვირაა. ამ პერიოდში რეკრუტი ემზადება სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში და ეუფლება საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს. იგი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმითა და საველე აღჭურვილობით, სამედიცინო დაზღვევითა და განთავსებით.

გარდა ამისა, პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ.

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა | საინფორმაციო  სააგენტო "ინტერპრესნიუსი"