დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ

თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

თავდაცვის სამინისტროს ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დაუწესდებათ დანამატები.