თავდაცვის ძალები ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული – ახალი, გაცივებული) შეისყიდის. თავდაცვის ძალები დღემდე ქართული გაუყინავი ღორის ხორცით არასოდეს მომარაგებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარი სრულად ქართული წარმოების საქონლისა და ღორის ხორცით მომარაგდება.

პროდუქციის მრავალფეროვნებასა და ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს. ასევე, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის სრული განახლება, მათ შორის, ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ჯამში, ახალი სტანდარტების დამკვიდრება უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

თავდაცვის ძალები ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება - რა  კეთდება