ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ჯარი უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგდება

„მოკლე პერიოდში სამხედროებზე ზრუნვის კუთხით ჩვენ საგრძნობლად გავაუმჯობესეთ კვების მიმართულება, პირველი ნოემბრიდან კვების ახალ სტანდარტზე გადავიყვანეთ მთელი ჯარი და ამჟამად მთელი ჯარი სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განსაზღვრული რაციონით იკვებება, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, თავდაცვის ძალებში საკვების რაოდენობისა და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ასევე 2020 წლიდან ვგეგმავთ პირველი კატეგორიის ხორცის ნაცვლად უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგებას ჩვენი ჯარის და ზოგადად გეტყვით, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება შემოტანილი პროდუქტის ხარსხი, ამას პირადად ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ მე. ქართული ჯარი საუკეთესო პროდუქტით უნდა იკვებებოდეს და ეს იქნება ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, – ირაკლი ღარიბაშვილი.