სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი უტარდება ყაზარმებს, საცხოვრებელ კოტეჯებსა და სასადილოებს. მიმდინარეობს ბაზაზე არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, ასევე, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონების და ტრენაჟორების მოწყობა.