ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელფასები სამხედრო წოდების მიხედვით გაიზრდება და ის 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.

მისი განცხადებით, ხელფასების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის გადაგეგმარება აუთვისებელი თანხების ხარჯზე მოხდა.