სამხედროების წარჩინებულ შვილებს სტიპენდია დაენიშნებათ

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედროების წარჩინებულ შვილებს სტიპენდია დაენიშნებათ. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ასევე, ვგეგმავთ განათლების მიმართულებით, ასეთი ინიციატივა მაქვს მე კიდევ ერთი –  წარჩინებული შვილების სწავლის თანადაფინანსებას ვაპირებთ. დაახლოებით მილიონს გამოვყოფთ ამ მიმართულებით წელს. და სტიპენდია დაენიშნებათ, მინისტრის სტიპენდია წარჩინებულ შვილებს, სამხედროების შვილებს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი - სამხედროების წარჩინებულ შვილებს სტიპენდია დაენიშნებათ  - რა კეთდება