ქართული ჯარი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სპეც-ტექნიკით აღიჭურვება

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ჯარში მიმდინარე მორიგი რეფორმა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, პირველად ისტორიაში ქართული ჯარი ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღიჭურვება.

“მე მინდა მოგილოცოთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციისა და განახლებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დღეს ჩვენ ხელს მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლითაც ახალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის ვიწყებთ მორიგი რეფორმის შესრულებას. რამდენიმე თვეში თავდაცვის ძალებს ექნებათ თანამედროვე ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მსოფლიო ბრენდების სპეც-ტექნიკა.

დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა წარმოების ასევე ნატოს არაწევრი ქვეყნების წარმოებულ მოძველებულ სპეციალურ ტექნიკას. მოგეხსენებათ, რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სამხედროებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არაკომფორტული, არაეფექტიანი და ამავდროულად არასაიმედო ტექნიკის გამოყენება უწევდათ. ეს ნამდვილად არ იყო ის ხარისხი, რასაც ჩვენი სამხედროები იმსახურებდნენ, ამიტომ დღეს ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბის განახლებით, ამ ვითარებას მთლიანად შევცვლით და ამ ნაწილშიც სრულად ვხდებით ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან თავსებადი.

ჩვენი პროექტით ვყიდულობთ 500-ზე მეტი ერთეულის სპეციალური დანიშნულების სპეც-ტექნიკას. ისეთი მსოფლიო და ლიდერი მწარმოებლები, როგორიც არის გერმანული მანი , იტალიური ივეკო და ამერიკული ფორდი. აღნიშნული კო9მპანიების ავტორიტეტი ადასტურებს , რომ ჩვენ მთავარ პრინციპს, ყველაფერი საუკეთესო ჯარს, რეალობაში ვნერგავთ.

პროექტის საერთო თანხას, თავდაცვის უწყება ეტაპობრივად , ასე ვთქვათ განვადებით, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი უწყებისთვის. აღნიშნული შესყიდვა ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. რადგან ერთი და იგივე ბრენდის მწარმოებლის ტექნიკური საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანად დაზოგავს ხარჯებს და მომავალში, რა თქმა უნდა, გაამარტივებს ტექნიკურ მომსახურებას. შედეგად მნიშვნელოვნად გაძლიერდება ჩვენი სამხედრო თავდაცვის შესაძლებლობები და რა თქმა უნდა გაუმჯობესდება ჩვენი ჯარის ეფექტურობის, მობილურობის ხარისხი.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ახალ, თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზანია, ავამაღლოთ ჩვენი ჯარის მზადყოფნა და, ზოგადად, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, ჩემს გუნდს თავდაცვის სამინისტროში და, რა თქმა უნდა, კომპანიების წარმომადგენლებს. კიდევ ერთხელ მე გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება” – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ქართული ჯარი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სპეც-ტექნიკით აღიჭურვება - რა  კეთდება