ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება

თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება.

2020 წელს დაგეგმილია სამხედრო უნიფორმის რებრენდინგიც. თავდაცვის ძალების თითოეული წევრი უზრუნველყოფილი იქნება განახლებული სახისა და მაღალი ხარისხის თანამედროვე უნიფორმით.