2020 წელს გაგრძელდება და გაუმჯობესდება ჯარისკაცების სახელფასო პირობები

თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას საზოგადოებას სამინისტროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, რომ სამხედროების ანაზღაურება იყოს ღირსეული და თითოეულმა მათგანმა იგრძნოს სახელმწიფოს მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

2020 წლის ბიუჯეტით სამინისტროს ძალისხმევა კვლავ გაგრძელდება და გაუმჯობესდება ჩვენი ჯარისკაცების სახელფასო პირობები.