ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.

განათლება
ირაკლი ღარიბაშვილმა 1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა. 1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად (2001–2002 წლებში), სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

2002-2004 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი სწავლობდა სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტში – Paris I – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

პოლიტიკურ კარიერამდე
2004–2005 წლებში მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია ბურჯში. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სწორედ ამ პერიოდში „ქართუ ჯგუფში“ მრავალი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი და პროგრამა განხორციელდა კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here